ავტომობილის მდგომარეობის შეფასება ყიდვამდე

AI ექსპერტი აანალიზებს Copart-ისა და IAAI-ის ლოტის ფოტოებს და ამზადებს ანგარიშს: დაზიანებული დეტალები, ფარული რისკები და განბაჟების ღირებულება.

სერვერი დროებით მიუწვდომელია. სცადეთ რამდენიმე წუთში.
მაგ.: 79236975 ან ლოტის გვერდის ბმული

თვეში 5 უფასო ანალიზი

როგორ მზადდება ანგარიში

  1. ლოტის მითითება მიუთითეთ Copart-ის ან IAAI-ის ლოტის ნომერი ან ლოტის გვერდის ბმული.
  2. ფოტოების ანალიზი სისტემა ამოწმებს აუქციონის ყველა ფოტოს, ადგენს დაზიანებებს და თითოეულს დამოუკიდებლად გადაამოწმებს.
  3. ანგარიში და კონსულტაცია მიიღებთ დეტალურ ანგარიშს. Global Auto Import-ის მენეჯერი დაგიკავშირდებათ კონსულტაციისთვის.

ინფორმაცია, რომელიც ყიდვის გადაწყვეტილებისთვის გჭირდებათ

  • დაზიანებული დეტალები
  • დაზიანებები ფოტოებზე და სქემაზე
  • ფარული რისკები
  • ხარჯები საქართველომდე

ავტომობილის მდგომარეობის შეფასება · ნიმუში

2019 BMW 740i

სტანდარტული შეკეთება იცვლება გარე დეტალები. ძარის კარკასის დაზიანება ფოტოებზე არ ჩანს.
  1. 1წინა მარცხენა კარიშეცვლა
  2. 2წინა მარცხენა ფრთაშეცვლა
  3. 3უკანა მარცხენა კარიშეცვლა
განბაჟება≈ 3 083 ₾

ხშირად დასმული კითხვები

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

032 2 42 42 88
რამდენად ზუსტია შეფასება?

შეფასება ეფუძნება მხოლოდ იმას, რაც აუქციონის ფოტოებზე ჩანს. თითოეული დაზიანება მონიშნულია კონკრეტულ ფოტოზე. ის, რაც ფოტოებით ვერ დგინდება, ანგარიშში ცალკეა მითითებული, როგორც შესამოწმებელი.

რატომ არ არის მითითებული შეკეთების ღირებულება?

შეკეთების ზუსტი ღირებულება ფოტოებით ვერ დგინდება. მას ავტოსერვისი ადგენს ავტომობილის ჩამოსვლისა და დათვალიერების შემდეგ. ანგარიშში მითითებულია მხოლოდ ის ხარჯი, რომლის ზუსტად გამოთვლაც შესაძლებელია — განბაჟება.

რა ღირს მომსახურება?

ანალიზი უფასოა: თვეში 5 ანალიზი ერთ ტელეფონის ნომერზე. ლიმიტი ყოველი თვის პირველ რიცხვს განახლდება. ნომერს ერთჯერადი SMS კოდით ადასტურებთ.

რა ხდება ანალიზის შემდეგ?

ანგარიში ინახება განყოფილებაში „ჩემი ანალიზები“. Global Auto Import-ის მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიზუსტებთ ტრანსპორტირების ღირებულებას და დაგეხმარებათ აუქციონზე შეძენაში.

რომელ აუქციონებთან მუშაობს სისტემა?

Copart-თან და IAAI-თან. Copart-ის ლოტის ნომერი 8-ციფრიანია, IAAI-ის სტოქის ნომერი — 7–9-ციფრიანი. შესაძლებელია ლოტის გვერდის ბმულის მითითებაც.